ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავ ღონისძიებაზე წარმოადგინეს
15-11-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი, დირექცია და პედაგოგები მათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სახალისო, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ფერადი შემოდგომის ერთი დღე კიდევ უფრო გაალამაზეს. 

მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

„ასე გაილამაზეს მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა შემოდგომის ერთი დღე ჩვენს სკოლაში. დიდი მადლობა მათ აქტიური ჩართულობისთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203