„ფერადი და ბარაქიანი შემოდგომა“​ ვერნების საჯარო სკოლაში - მესამეკლასელებმა მრავაფეროვანი ღონისძიება გამართეს
15-11-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები და მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. ღონისძიება - „ფერადი და ბარაქიანი შემოდგომა“ III კლასის მოსწავლეებმა გამართეს. 

პედაგოგმა - ივლიტა ზოიძემ და მოსწავლე ანდრია აბაშიძემ საშემოდგომო ნობათით ერთობლივად მორთეს სკოლის ეზო.

„მათ ფოთლების ხალიჩას შეჰმატეს უფრო ხასხასა და კაშკაშა ფერები. ბუნება ხომ ისედაც სავსეა ასეთი სილამაზით, მაგრამ ეს ყველა-ფერი უნდოდათ ჩვენამდე მოეტანათ და ჩვენი გულებიც გაეთბოთ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და წარმოაჩინეს თუ როგორი მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203