ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლემ ოფიდოფობიაზე ეკოკლუბში სემინარი ჩაატარა
15-11-2022
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში.
სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლე სანდრო ხახვა ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ეკოკლუბს ესტუმრა და მათ ქვეწარმავლებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები გააცნო.
მოსწავლემ ისაუბრა ისეთ გავრცელებულ ფობიაზე, როგორიც ოფიდოფობია - გველების შიშია.
სასაუბრო საკითხი, ოფიდოფობიის მართვა და ქვეწარმავლებთან დამოკიდებულება იყო; როგორ უნდა მოვიქცეთ გველის ნაკბენის შემთხვევაში, როგორ განვასხვავოთ საქართველოში გავრცელებული შხამიანი და უშხამო სახეობები - სანდრო ხახვავმ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ეკოკლუბში სანდროს გამოსვლას ელიტარული სკოლა “გორდას” მოსწავლეები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს