პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
15-11-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

ის შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისთა და ინტერესით ჩაერთნენ, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლა შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით იყო მორთული. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შემოდგომის შესახებ ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203