გეჯეთის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული ჩატარდა
15-11-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლა სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს აქტიურად შეუერთდა. ​

სკოლის მე-4-მე-9 კლასში საგანმანათლებლო აქტივობებით გაჯერებული კვირეული ჩატარდა. კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ მედიაწიგნიერების როლს თანამედროვე ცხოვრებაში.

აქტივობებს მშობლებიც დაესწრნენ და საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

კვირეული ინგლისური ენის მასწავლებლის - ჟანა მირცხულავას ხელმძღვანელობით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სკოლებში ​მედიაწიგნიერების დღე 25 ოქტომბერს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203