თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და პროფესიულად შემდგარი კურსდამთავრებული ჰყავს.
ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სხვების საკეთილდღეოდ ზრუნავენ. სწორედ ერთ-ერთი მათგანია მოქმედი ექიმი დიმიტრი ცეცხლაძე. ის იუბილარია, 80 წლის გახდა. სკოლის ადმინისტაცია, თანამშრომლები და მოსწავლეები მას დაბადების დღეს ულოცავენ, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ცეცხლაძე სხვებზე მზრუნველი, ახლობლებისა და ქვეყნის ერთგული, წარმატებული და გულისხმიერი ადამინია, რომელიც ყველას ეხმარება. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ მამის პროფესიას აგრძელებს.