„ჩვენ ვემხრობით მშვიდობას“ - ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინელმა მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს
15-11-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი წარმატებით ფინქციონირებს და უკრაინელი ბავშვებიც სრულფასოვნად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში.

გარდა საგნობრივი ცოდნის მიღებისა, ისინი შემოქმედებითი მიმართულებითაც ვითარდებიან და აქტუალურ თემებზე ნამუშევრებსაც ქმნიან.

ამის დასტურია უკრაინელი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები ომის თემატიკაზე, რომლებიც ძირითადად მშობლიური ქვეყნის დროშის ფერებში შეასრულეს და რომელთაც ამშვენებდა წარწერები „ჩვენ ვემხრობით მშვიდობას“... „დიდება უკრაინას“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203