მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა ორიგინალურად გადაუხადეს
15-11-2022
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.

მოსწავლეებს არც მასწავლებელთა პროფესიული დღე გამორჩენიათ. შედეგად, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა.

მოსწავლეებმა საყვარელი პედაგოგები საპატიო დერეფანში გაატარეს, ყვავილები აჩუქეს და ოვაციებით დააჯილდოვეს. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს. აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
 
„მოსწავლეებმა ყველა მასწავლებელს მიულოცეს პროფესიულ დღესასწაული და უსურვეს წარმატებები, გაწეული შრომის სათანადო დაფასება “,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203