ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოდელირების მეთოდი წარმატებით დაინერგა
15-11-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც არაერთ სიახლეს სთავაზობს.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში საკმაოდ აქტუალურია მოდელირების მეთოდის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაშიც ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან - ამის დასტურია ბიოლოგიისა და ქიმიის გაკვეთილები, რომლებიც მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარდა.
მე-6 კლასის შემთხვევაში შეიქმნა ჩონჩხის, ხოლო მე-10 კლასის შემთხვევაში ატომის მოდელი. მოსწავლეებისთვის კი აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.