თბილისის N172 საჯარო სკოლაში ხალხური სიტყვიერების კლუბი გაიხსნა
16-04-2018
თბილისის N172 საჯარო სკოლაში ხალხური სიტყვიერების კლუბი გაიხსნა. კლუბის მუშაობის ვადა სამი თვეა (მარტი, აპრილი, მაისი).
კლუბის წევრები შეისწავლიან ხალხური სიტყვიერების ისტორიულ-შემეცნებით და ესთეტიკურ ღირებულებებს, გაეცნობიან ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს და დაახარისხებენ ჟანრების მიხედვით და გამოიმუშავებენ ლიტერატურულ წყაროებთან მუშაობის უნარ- ჩვევებს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კლუბის შექმნა ხალხური შემოქმედების მიმართ მოსწავლეების განსაკუთრებულმა ინტერესმა გამოიწვია.
კლუბში 15 მოსწავლეა გაწევრიანებული VII, VIII, IX კლასებიდან.
„მოსწავლეები შეასრულებენ შემდეგ აქტივობებს: კედლის გაზეთის მომზადება, სტენდის გაკეთება, კონფერენციის ჩატარება, ხალხური სიმღების ჩაწერა და მოსმენა, ხალხური სიტყვიერების საღამოს ორგანიზება და ჩატარება, ექსკურსიის მოწყობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203