ენაგეთის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
15-11-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
„შემოდგომის გაცილება“ წელიწადის ამ ულამაზეს დროს მიეძღვნა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გარდა ამისა, ჩატარდა კონკურსი - „ხილთა პაექრობა“ და „ხილთა ქება“. გაიმართა ნახატების გამოფენაც. ბოლოს, მოსწავლეებმა და დამრიგებლებმა ჩურჩხელები ამოავლეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.