
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ I-IV კლასებში კალიგრაფიის კონკურსი - „კალიგრაფიის მარგალიტები“ ჩაატარა.
კონკურსი მასწავლებლების - ლ. ფირცხელავას, ნ.არჩაიას, მ.გვასალიასა და ე.სიგუას ხელმძღვანელობით გაიმართა.
კონკურსი მიზნად ისახავდა ლამაზად წერის პოპულარიზაციას. მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები. საუკეთესო ნამუშევრები გამოიკრა „ყოჩაღების“ დაფაზე.
იხილეთ ფოტოები: