ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
15-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში და არც სართაშორისო მნიშვნელობის თარიღებს ივიწყებენ.

ახლახან ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო ბიბლიოთეკის საერთშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში პირველი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ბიბლიოთეკას, გაეცნენ იქ მოქმედ წესებს, დაათვალიერეს წიგნება და ბიბლიოთეკართან ერთად წაიკითხეს სომეხი მწერლის, ოვანეს თუმანიანის ზღაპარი „კუ და მელა“.

აქტივობის დასასრულს, მოსწავლეებმა ზღაპრის შესახებ იმსჯელეს, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბოლოს კი ნახატები შექმნეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203