ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა
15-11-2022
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს; პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და განსაკუთრებუ მზრუნველობას ავლენენ პირველკლასელთა მიმართ, რომელთაც აუცილებლად უნდა შეიყვარონ სწავლა.
სწორედ ამიტომ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები ცდილობენ, სკოლაში პატარების მიერ გატარებული თითოეული დღე, ზეიმად აქციონ და ამის დასტურია შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც ნანა კვინიკაძემ პატარებს ჩაუტარა.
„ანბანის შემობრძანება“, ბავშვების უსაყვარლესმა ნანა მასწავლებლემა, ნამდვილ დღესასწაულად აქცია - ეს გახლდათ საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი, პატარები კი სიხარულითა და სიყვარულით შეეგებნენ „აი იას“, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და გაკვეთილმა ემოციურად ჩაიარა.
„წარმატებებს ვუსურვებთ ყოჩაღ პირველკლასელებს თავის მასწავლებელთან ერთად!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს