ტრადიციული თათარაობა და შთამბეჭდავი ღონისძიება დამიის საჯარო სკოლაში 
15-11-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პარალელურად კი მოსწავლეები ჩრთულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა ღონისძიებაშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ახლახან დამიის საჯარო სკოლაში შემოდგომის მიწურული ტრადიციული აქტივობით „თათარაობით“ აღინიშნა; სკოლის  მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეზოში დაინთო კოცონი; ცეცხლზე შემოიდგა დიდი ქვაბით ყურძნის წვენი, მოიხარშა თათარა, ამოაივლო და ხარიხებზე გაიკიდა ჩურჩხელები. სამზადისში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. პარალელურად მოსწავლეებმა  ჩაატარეს კონცერტი და სახალისო თამაშებში მიიღეს მონაწილეობა; აქტივობას კი ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი რუზანნა სარკისიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203