„მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ბავშვების კულტურულ განვითარებაზე“-ილემის სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
15-11-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ციალა გაბუნია გვეუბნება, 2022-2023 სასწავლო წელს მეათე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულო გახდა პროექტებით სწავლება გარკვეულ საგნებში.

ილემის სკოლის მე-10  კლასმა პროექტის ფარგლებში დაიწყო დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება და მათ შორის ერთ - ერთი იყო ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა.

მოსწავლეები ეწვივნენ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს და დაესწრნენ ოპერა - „დაისს“. შთაბეჭდილებებით დატვირთულმა საღამომ მშობლების ჩართულობით შესანიშნავად ჩაიარა.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მოსწავლეების კულტურულ და სულიერ განვითარებაზე“,- აღნიშნავს ციალა გაბუნია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203