ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, წალკის მუნიციპალურ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავეს
15-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასკოლო წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ წალკის მუნიციპალურ თამაშებში, მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ზეიმობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ტრადიციულად ჩემპიონობა და პირველი ადგილი ჩივთქილისის სკოლისა, წინ გველის ქვემო ქართლის რეგიონალური თამაშები. ვულოცავთ ბავშვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203