ოლადაურის საჯარო სკოლაში ოთარ ფუტკარაძის წიგნის - „შორეული ახლობლები“ პრეზენტაცია გაიმართა
15-11-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება და აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლის წარჩინებული და წარმატებული კურსდამთავრებულის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა და წიგნის - „შორეული ახლობლები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და საზეიმოს წარიმართა. მას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.