საშემოდგომო ღონისძიება, თემატური კუთხე და საგანგებოდ მორთული საკლასო ოთხი წერეთელის საჯარო სკოლაში
15-11-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთელის საჯარო სკოლაში პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებმა მიიღონ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, გამოეხმაურონ სხვადასხვა აქტუალურ თემას და თემატურ ღონისძიებებშიც მიიღონ მონაწილეობა.

ამის დასტურია წერეთელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეების საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც ჩურჩხელების ამოვლებით დასრულდა; მანამდე კი იყო საკლასო ოთახში მოწყობილი თემატური კუთხე, ბევრი სახალისო აქტივობა და ემოციების ზღვა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203