გუმბათის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
15-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას ამ მიმართულებით მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, აქტივობებს თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

მათ შორის სკოლაში შეიქმნა ინტელექტუალური კლუბი, რომლის ხელმძღვანელი ცირა კახაძე გახლავთ.

13 ნოემბერს კი, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ თამაშში მონაწილწობდა სამი გუნდი - ლუკა გორგაძის ექვსეული, საბა ჭელიძის ექვსეული და თორნიკე მუშარბაძის ექვსეული.

„თამაში საოცრად საინტერესო გამოვიდა... ბოლოს თამაშის სიმბოლო, ბროლის არა, მაგრამ სიბრძნის ბუ გადაეცათ გამარჯვებულ გუნდს. მადლობა გუმბათის სკოლის აქტიურ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203