შილდის N1 სკოლის მოსწავლეები - სულიკო მამუკიშვილი და ელენე ტუსნიაშვილი ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანთა რეიტინგში არიან
15-11-2022
დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველ ეტაპში 18 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 14 მეორე ეტაპზე გადავიდა. სულიკო მამუკიშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მეორე, ხოლო ელენე ტუსნიაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

კონკურსის პირველი ეტაპი ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 9 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 11 ნოემბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203