თბილისის N124 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
15-11-2022

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-7 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნანა ცარციძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, გაეცნენ პარლამენტის ფუნქციებს. 

სკოლაში ექსკურსიის ორგანიზატორს მადლობას უხდიან.

„უღრმესი მადლობა ექსკურსიის ორგანიზატორს, ქეთი კოჩუაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203