თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მედიათეკას ესტუმრნენ
14-11-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გასვლით აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

ისინი, პედაგოგ ნონა ბეროშვილთან და ნანა ცარციძესთან ერთად, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას ეწვივნენ. 

სივრცის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა საბავშვო სივრცეში მოხერხებულად მოიკლათეს და ფრანგულ ენაზე უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმს - „ვირის ტყავი“. 

ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203