ფანაგის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
14-11-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

შემოდგომა დღეებს ითვლის და ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესთეტიკური საგნების შემოქმედი პედაგოგების, მზიური რატიანისა და მანანა ხაჭვანის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს წელიწადის ამ ულამაზესი დროისთვის საზეიმო ღონისძიება მიეძღვნათ.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203