ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა
14-11-2022

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

„ოქროსფერი შემოდგომა“ მე-3 კლასში ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

ღონისძიების ორგანიზატორები მე-3 კლასის დამრიგებელი რუსუდან ზოიძე, მუსიკის მასწავლებელი - ნესტან დავითაძე და სპეცმასწავლებელი - მერი შარაშიძე იყვნენ. 

ღონისძიების მიზანი იყო:

  • მოსწავლეთა ჩართვა არაფორმალური განათლების ღონისძიებაში, მათი მოტივირება და ინდივიდუალური და გუნდური შესაძლებლობების წარმოჩენა;
  • მოსწავლეებში საზეიმო განწყობების შექმნა, მუსიკისა და ზოგადად, ხელოვნებისადმი სიყვარულის გრძნობების განმტკიცება;
  • „ოქროსფერი შემოდგომა“  - გამოფენაში მოსწავლეთა წვლილის შეტანის შესაძლებლობის მიცემა, რითაც ბედნიერად  იგრძნობდნენ თავს.

ღონისძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. თავდაპირველად, მოსწავლეებმა დაიწყეს საშემოდგომო მასალების შეგროვება, მათ შორის, ფერადი ფოთლების, რამდენიმე სახეობის ხილისა და ჭურჭლის. მე-2 ეტაპზე კლასში მოეწყო საგამოფენო კუთხე, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მე-3 ეტაპზე გამართეს მუსიკალური კომპოზიციები, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ნესტან დავითაძე დირიჟორობდა.

დასკვნითი ეტაპი სიმღერებსა და ცეკვებს დაეთმო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე.

ღონისძიებას დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, ზოგიერთი მშობელი და სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„მიმაჩნია, რომ ჩატარებული  ღონისძიებით დასახულ მიზანს მივაღწიეთ, რაც აისახა მოსწავლეთა განწყობებზე“,- წერს კლასის დამრიგებელი რუსუდან ზოიძე.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203