გოკიოს საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგმა, მოსწავლეებთან ერთად, პრეზენტაცია შექმნა
14-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პედაგოგიური საზოგადოებაც, დირექციის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. პარალელურად კი, სასკოლო საზოგადოება ცდილობს, სახელმწიფო ენის სწავლება სათანადო დონეზე იყოს, რათა სამომავლოდ, მოსწავლეებს ხელი შეეწყოთ კარიერულ წინსვლაში.
სწორედ ამის დასტურია, გოკიოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვნეს.
„ქართული ენის მასწავლებელმა ვაზგანუშ აკოპიანმა, მოსწავლეებთან ერთად, შექმნა პრეზენტაცია, სადაც არაერთი საინტერესო ფაქტი ასახეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს