დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
14-11-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში რთავენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

ამჟამად, სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. ღონისძიებას მასწავლებელი მარინე ნაცრიშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, შეასრულეს, სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს აუცილებელი საბაზისო სპორტული უნარ-ჩვევები.

გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203