თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავ ღონისძიებაზე წარმოადგინეს
14-11-2022

თბილისის N167 საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება - „ოქროსფერ შემოდგომა“ 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა წულაძის ხელმძღვანელობით გამართეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის შემოდგომის ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს, საშემოდგომო ნამუშევრები და აპლიკაციები შექმნეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას უდიდეს ყურადღებას უთმობს და ამ მიზნით მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს. ამის მაგალითია ისიც, რომ საშემოდგომო ღონისძიება თითქმის ყველა დაწყებით კლასში ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203