ლესის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
15-11-2022

გიორგი ლომაძის სახელობის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

მათ შორის, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

დაბალ საფეხურზე გაიმარჯვა მეოთხე კლასის გუნდმა - „ბოსები“. საშუალო საფეხურზე დაწინაურდა მეშვიდე კლასის გუნდი - „ვიკიპედია“. მაღალ საფეხურზე კი პირველი ადგილი მეთერთმეტე კლასის გუნდმა -  „პი“  დაიკავა.

სკოლაში გამარჯვებულ გუნდებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203