არაშენდის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მუნიციპალურ პირველობაზე გაიმარჯვეს
14-11-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა და ვაჟთა  გუნდებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

მათ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ გურჯაანის მუნიციპალურ პირველობაზე პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს და კახეთის რეგიონის შეჯიბრების საგზური მოიპოვეს.  

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. ​

„არაშენდის საჯარო სკოლა ულოცავს მათ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებას! სკოლა ამაყობს თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203