თორიის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა ინტელექტუალურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა
14-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებელი მკრტიჩ ლოკიანი და სომხური ენის პედაგოგი ნარა მარკოსიანი.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეები. შექმნილი გახლდათ სამი ჯგუფი: „ოროგაითი", „იმედი“ და „კოსმოსი“. კითხვები იყო სხვადასხვა საგნებიდან, ასევე მონაწილეებს მოუწიათ მელოდიებისა და ცნობილი ადამიანების სურათების გამოცნობა.
„ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი, სახალისო და საინტერესო შეჯიბრებას, გაიმარჯვა „ოროგაითის“ ჯგუფმა, რომელსაც გადასცეს სიგელები. კმაყოფილები იყვნენ არამხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მასწავლებლებიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს