ლესის საჯარო სკოლის lll კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
14-11-2022
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

lll კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ეკა სულაბერიძის ხელმძღვანელობით, შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს. მათ ხილი, ჩურჩხელა და შემოდგომის სხვა ნობათი შეაგროვეს და კლასში მიიტანეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. 

„წელიწადის ეს დრო ათასი ნუგბარითაა დახუნძლული. გადავწყვიტეთ ერთად გვეზეიმა დღესასწაული. სტუმრებიც გვეწვივნენ, ერთად დავხატეთ, გავაფერადეთ ულამაზესი დღე. მადლობა თქვენ და თქვენს მშობლებს, აქტიურობისა და ჩართულობისთვის“,- წერს დამრიგებელი ეკა სულაბერიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203