„ქართველი მგოსნები ბუნების შესახებ“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთნენ
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით, მოსწავლეები არაერთ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ, რაც მათ მოტივაციაზე დადებით გავლენას ახდენს.
ამჯერად, სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - მოდი, მუზეუმში.
„ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში ჩატარდა ახალი ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა: „ქართველი მგოსნები ბუნების შესახებ“. პედაგოგ ნინო ქარჩავას ინიციატივით პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV „ა“ კლასის მოსწავლეებმა.
პროგრამის მიზანია: მოზარდ თაობაში ქართული პოეზიისა და ბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვა. ბუნების დაცვისათვის ზრუნვის სურვილის გამოწვევა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: