ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მესამეკლასელები პირველი კლასის მოსწავლეებს ანბანეთის სამყაროში შეუძღვნენ
14-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა იმას, მოსწავლეებმა არა მხოლოდ დაისწავლონ სანები, არამედ ზოგადად შეიყვარონ სწავლა, რისი წინაპირობაც ანბანის სიყვარულია.
ახლახან, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა, თეონა მახარაძემ, მე-3 კლასელი მოსწავლეების დახმარებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარა პირველკლასელებს;
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით, პირველკლასელებს წაუკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ნახატების საშუალებით უსურვეს წარმატებები .
„თეონა მასწავლებელი მადლობას უხდის მესამე კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს პირველკლასელებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს