მეკეიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
14-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

ის შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისთა და ინტერესით ჩაერთნენ, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ჩანახატები მოამზადეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლა შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით იყო მორთული. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შემოდგომის შესახებ ისაუბრეს. 

დაწყებით კლასის ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი თამარ მარკოიძე იყო. დირექცია მას, ლამაზი საღამოს ჩატარებისთვის, მადლობას უხდის. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203