„ოქროსფერი შემოდგომა“- ნიგოითის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
14-11-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება -„ოქროსფერი შემოდგომა“ მიეძღვნა. 

მოსწავლეების მშობლებისა და მასწავლებლების აქტიური თანამშრომლობით, სკოლის ეზოში შემოდგომის ნობათით კუთხეები მოეწყო. 

ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო. მათ განსაკუთრებული მონდომება და ინტერესი გამოიჩინეს. ხელოვნების პედაგოგის, თამილა ასკურავას ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

მოსწავლეებმა, მუსიკის პედაგოგის, ცირა გოგეშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით წამოადგინეს შემოდგომის თემაზე შესრულებული სიმღერები და ცეკვები 

ღონისძიებას მოსწავლეების მშობლები, მოწვეული სტუმტები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203