კულინარიული პროექტი წერეთელის საჯარო სკოლაში - დეტალები
14-11-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში;

პარალელურად კი, საკმაოდ მრავალმხრივი მუშაობა მიდის არაფორმალური განათლების მიმართულებით, რისი დასტურიცაა კულინარიული პროექტი, რომელიც უკვე ინერგება და რომლის მიმართაც დიდია მოსწავლეთა ინტერესი.

„პროექტს წარუძღვება სოლომონ მძინარიშვილი, მასტერშეფის მე-4 სეზონის ნახევარფინალისტი და 2020 წლის ოქროს წინსაფრის მფლობელია. წარმატება მას და ჩვენს ბავშვებსაც... მადლობა ქეთი ცარციძეს, ჩვენს წარმომადგენელს ამ პროექტში, ვიდეოებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203