ორგორის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
14-11-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივით, შემოდგომის ზეიმი მოეწყო. მასსში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შემოდგომის კუთხე გააკეთეს, სკოლაში ნობათი მიიატნეს და ამ გზით წარმოაჩინეს, თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა შესაბამისი პოსტერები და სურათები შექმნეს. შემდეგ კი გამოფენა მოაწყვეს.

ღონისძიებამ ნაყოფიერად ჩაიარა, ის სიმღერით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203