ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა გეომეტრიული, სივრცითი ფიგურები საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
14-11-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანს დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ. 

მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, III კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე გეომეტრიული, სივრცითი სურათები შეისწავლეს. ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, ინფორმაცია მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203