საბეჭისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში წალკის მუნიციპალურ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა
14-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში წალკის 2022 წლის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებულია.

მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში, სკოლამ პირველი ადგილი დაისაკუთრა. 

გამარჯვებულები პირველობისთვის ბრძოლას რუსთავში, რეგიონალურ პირველობაზე გააგრძელებენ.

სკოლაში მოსწავლეთა გამარჯვება ახარებთ და ბავშვებს და მათ სპორტის მასწავლებელს გამარჯვებას ულოცავენ. 

„საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს პირველ რიგში ბავშვებს წარმატებას და შემდეგ სპორტის მასწავლებელ რამაზ ხინიკიაძეს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში რთავენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203