შაუმიანის N3 საჯარო სკოლს მეთორმეტეკლასელებმა მნიშვნელოვანი პროექტი წარმოადგინეს
14-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მე-19 და მე-20 საუკუნეების დასავლური ლიტერატურა. პედაგოგ ნათია თითბერიძესთან ერთად, საინტერესო პროექტები შექმნეს და დაეხმარნენ თანატოლებს ამ მიმართულებით საჭირო ინფორმაციის მიღებაში.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერება გახლავთ პროექტი, რომლის საშუალებითაც, მოსწავლეები იღებენ ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა როლი აქვს თითოეულ მომხმარებელს სოციალურ მედიაში და როგორ მუშაობს ის; ეცნობიან სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმებს, ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციის წესებს და ასევე სწავლობენ, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203