ღადოლარის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანი შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცნო
14-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ღადოლარის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შეიყვარონ სწავლა, რისი საფუძველიც მშობლიური ანბანის სიყვარულია.
სწორედ ამიტომ, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა ბავშვების პირველი მოგზაურობა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში, იყოს შთამბეჭდავი და ამის დასტურია გაიანე აკოპიანის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელიც პირველკლასელებთან ერთად, ანბანის შემობრძანებას მიუძღვა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ღია ფორმატით წარიმართა და მასზე დასწრების საშუალება მოსწავლეთა მშობლებსაც მიეცათ. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ღადოლარის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კი ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს