წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული მოგზაურობა - მკითხველთა კლუბ „ბიბლიოფილებში“ შთამბეჭდავი შეხვედრები გრძელდება
14-11-2022

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი - „ბიბლიოფილები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ბიბლიოფილებში“ გრძელდება შეხვედრები და ის ბრწყინვალე, ჯადოსნური პროცესი, რასაც წიგნის კითხვა ჰქვია, რომელსაც ბრწყინვალედ უძღვება კოორდინატორი პედაგოგი - დარეჯან იობიძე, ვინც თითოეულ შეხვედრას განუმეორებელსა და საუკეთესოს ხდის.

ამჯერად, კლუბის წევრთა შეხვედრა ფრანც კაფკას და მის გენიალურ მოთხრობას -  „გამოსასწორებელ კოლონიაში“ მიეძღვნა. 

„ჩვენი სალიტერატურო მოგზაურობისას დანიშნულების პირველი ადგილი ფრანც კაფკა და მისი მრავალმხრივი, სიმბოლური, ორიგინალური შემოქმედება აღმოჩნდა. წავიკითხეთ „გამოსასწორებელ კოლონიაში“, რომლის ღრმა შინაარსზეც გავმართეთ დისკუსია, ვეცადეთ ჩავწვდომოდით ყოველ სიმბოლურ დეტალს და ამოგვეცნო ფონური ისტორია. ფრანც კაფკა ამ მოთხრობაში გვაცნობს განსჯისა და განკითხვის უკაცრიელ ადგილს მღელვარე, თუმცა ჩვეული, მარტივი სიუჟეტის სახით. ნაწარმოები ჩვენთვის იყო საინტერესო, დამაფიქრებელი, შთამბეჭდავი, შეხვედრა კი - ნაყოფიერი და სასიამოვნო“,- აღნიშნავენ მკითხველთა კლუბის წევრები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203