შემოდგომისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები, თემატური კუთხე და საინტერესო აქტივობები ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში
14-11-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგური საზოგადოების ძალისხმევით, აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და სხვათა შორის, ძალიან აქტიურია მოსწავლეთა თვითმმართველობაც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ თვითმმართველობის ორგანიზებით, შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა შემომდგომის თემატიკას ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში, სახელწოდებით - „ოქროს შემოდგომა“.

„ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ განახორციელა ღონისძიება „ოქროს შემოდგომა". მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც  წარმოადგინეს შემოდგომისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენები, შექმნეს თემატური კუთხე, შემოდგომისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით... ასევე ღონისძიების მიმდინარეობისას, ბავშვებმა წარმოადგინეს სიმღერები, ცეკვები და ლექსები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203