ჩხორიის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს
14-11-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში აქტიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა ხორციელდება. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩხორიის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ჩატარდა ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“.

აქტივობის ორგანიზატორი, პედაგოგი მზია ხარებავა იყო, რომლის ინიციატივითაც მოსწავლეებმა შექმენს მინიატურული ამბები შემოდგომაზე, დაამზადეს წიგნები, რომელიც მათ მიერ შესრულებული ნახატებით გააფორმეს. 

„კლასში მოაწყვეს გამოფენა „შემოდგომის ნობათი“ და ისაუბრეს მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქტების მოყვანის წესებსა და პირობებზე. დახატეს შემოდგომის სურათი, გამოძერწეს კალათა ხილით.

მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართული აქტივობებში. წარმატებები უმაგრეს მზია მასწავლებელს თავის პატარებთან ერთად", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეო მასალა: 


 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203