
მარტვილის მუნიციპალიტეტის, წაჩხურის საშუალო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
ბავშვები, პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, მონაწილეობენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში და ეს მატ საშუალებას აძლევს, ბოლომდე გამოავლინონ საკუთრი შესაძლებლობები.
ამჯერად, წაჩხურის საშუალო სკოლის პირველკლასელებმა, უსაყვარელს დამრიგებელთან, მარინა გოროზიასთან ერთად, ოქროსფერ შემოდგომას აქტივობა მიუძღვნეს;
ბავშვებმა საკუთრი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები, რომლებითაც საკლასო ოთხის კედლები დაამშვენეს და ღონისძიების დასასრულს ერთობლივი ფოტოებიც გადაიღეს.