„ოქროსფერი შემოდგომა“​- ახალისოფლის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
14-11-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებაში - „ოქროსფერი შემოდგომა“ პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. მათ შორის, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

„მოსწავლეები გამოირჩეოდნენ შემოქმედებითი უნარით, მხატვრული კითხვითა და ცეკვა-სიმღერით. ღონისძიების დასასრულს მათ გადაეცათ სიგელები“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

პირველი კლასის დამრიგებელი ნ.გიგინეიშვილი გახლავთ. მე-2 კლასს ნ.ჭანტურია ხელმძღვანელობს, მესამე კლასის - დ.გოგიჩაიშვილი. მეოთხე კლასის დამრიგებელი კი თ.ცხვიტაია. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა მ.გვასალიამ, რომელსაც სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203