აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში შემოდგომის კუთხე მოეწყო და მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა
14-11-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას არ იღებენ; ისინი აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არაერთ ღონისძიებაშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ახლახან, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში შთამებჭდავი აქტივობა ჩატარდა, რომელიც საშემოდგომო თემატიკას მიეძღვნა;
„ბარაქიანი გამოდგა შემოდგომის ნობათი, რომელიც აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეაგროვეს შემოდგომის კუთხის მოსაწყობად. ეს ლამაზი კუთხე სკოლის დარბაზში მოეწყო მასწავლებლებისა და მშობლების დახმარებით; წარმოდგენილი გახლდათ მოსწავლეთა ნამუშევრები შემოდგომის თემასთან დაკავშირებით. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. ჩვენ ნაყოფიერად და ხალისიანად გავაცილეთ შემოდგომა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს