უხუთის საჯარო სკოლაში პედაგოგმა პირველკლასელებთან ღია გაკვეთილი სახალისო აქტივობებით ჩაატარა
14-11-2022
ვანის მუნიციპალიტეტის უხუთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით არის დატვირთული. პედაგოგთა ინიციატივით ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის თემატური ღონისძიებები, რაც სასწავლო პროცესისადმი მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.
უხუთის საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საინტერესო აქტივობა ჩატარდა პირველ კლსაში.
„პირველი კლასის მასწავლებელმა, სოფიო ხარაბავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი და სახალისო აქტივობებით მიულოცა ბავშვებს „ანბანის შემობრძანება“ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, ქვიშაზე შემოხაზეს ასო ბგერები და ბოლოს საზეიმო განწყობით და ფეერვერკით დაასრულეს ღონისძიება“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს