ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების გმირები გააცოცხლეს
14-11-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის ზინობიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით სკოლაში ხშირად ტარდება სხვადსხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თემატური ღონისძიება გამართეს, რომელიც შემოდგომის თემატიკასთან ერთად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. 

„საქართველოს სხვა სკოლებთან ერთად ჩვენმა სკოლამაც იზეიმა ფერადი, ხვავიანი და ბარაქიანი შემოდგომა. ჩვენმა გოგო-ბიჭებმა სიმღერებითა და ცეკვებით გაგვილამაზეს დღე. თუმცა ზეიმი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა, მას შემდეგ, რაც სცენაზე ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების გმირები გამოჩნდნენ და დიდი შემოქმედის კვიმატი იუმორით გაახალისეს მაყურებელი. ამით ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის დაბადების 185 წლისთავი“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო მასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203